PLPROPERTY LEX577 58 88 00 ↗
PROPERTY LEX / უძრავი ქონების სამართალი

თქვენი ქონება.
სამართლებრივად
გამართული მომავალი.

უძრავი ქონების სამართლებრივი და ტექნიკური მომსახურება — სამშენებლო კომპანიებისა და კერძო პირებისთვის.

PRECISION. PROPERTY. LAW.
2007 წლიდანპროფესიული გამოცდილება
იურიდიული + ტექნიკურიგუნდი თქვენი პროექტისთვის
მთელი საქართველომომსახურება ქართულად, ინგლისურად და რუსულად
01 / ჩვენი კომპეტენცია

ერთი გუნდი.
მომსახურებების სრული სპექტრი.

უძრავი ქონების დოკუმენტაციის შესწავლიდან საპროექტო და სანებართვო მასალების მომზადებამდე — გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ სამართლებრივ და ტექნიკურ მომსახურებას.

01

ქონების რეგისტრაცია

უძრავ ქონებაზე საკუთრებისა და სხვა უფლებების რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთების გამიჯვნა და გაერთიანება, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება და სარეგისტრაციო დაბრკოლებების მოგვარება.

02

განშლები და ფართების რეგისტრაცია

განშლის ოქმისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, ფართების გამიჯვნა და საჯარო რეესტრში მათი რეგისტრაციის პროცესის წარმართვა.

03

საპროექტო და სანებართვო მომსახურება

საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება, ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და კლიენტის ინტერესების წარმოდგენა შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალურ უწყებებში.

04

აზომვითი და ტოპოგრაფიული სამუშაოები

შენობა-ნაგებობების შიდა აზომვა, მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვა და ტოპოგრაფიული სამუშაოების შესრულება პროფესიული გუნდისა და საკუთარი აღჭურვილობის გამოყენებით.

05

შენობა-ნაგებობების ლეგალიზება

შენობა-ნაგებობების სამართლებრივი სტატუსისა და ლეგალიზების შესაძლებლობის შეფასება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურების წარმართვა.

06

იურიდიული და თანმდევი მომსახურებები

ხელშეკრულებების მომზადება, ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრება, ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავების წარმოება, მთარგმნელობითი მომსახურება და თარგმანის სანოტარო წესით დამოწმების ორგანიზება, აგრეთვე ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარება.

PL
PROPERTY LEX
02 / ჩვენ შესახებ

გამოცდილება, რომელიც
თქვენს პროექტს ემსახურება.

PROPERTY LEX აერთიანებს იურისტებს, ადვოკატებსა და ტექნიკურ სპეციალისტებს უძრავი ქონების საკითხებზე ერთობლივი მუშაობისთვის.

გუნდს ხელმძღვანელობს გიორგი გოგოლაძე — დამფუძნებელი და იურისტი, რომელიც სფეროში 2007 წლიდან საქმიანობს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის უშუალოდ ხელმძღვანელობს პროექტებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს და ამოწმებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს.

ვემსახურებით სამშენებლო კომპანიებს, კერძო მესაკუთრეებსა და უცხოელ კლიენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

03 / შესრულებული პროექტები

გამოცდილება რეალურ პროექტებში.

გიორგი გოგოლაძისა და გუნდის პროფესიული გამოცდილებიდან შერჩეული პროექტები.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი

თბილისის ხედი

  • განშლის ოქმის მომზადება და ბინების დამოუკიდებელ უძრავ ნივთებად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;
  • საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება და შეუსაბამობების გამოვლენა;
  • მშენებლობის პროცესში იურიდიული მომსახურება და კონსულტაცია;
  • სრული საკადასტრო და ტოპოგრაფიული მომსახურება;
  • ექსპლუატაციაში მიღების პროცესის სამართლებრივი და დოკუმენტური უზრუნველყოფა.
სამუშაოები წარმატებით დასრულდა.
პროექტის ვებგვერდი ↗
მრავალფუნქციური კომპლექსი

მწვანე ბუდაპეშტი

  • განშლის ოქმის მომზადება და ბინების დამოუკიდებელ უძრავ ნივთებად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;
  • საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება და შეუსაბამობების გამოვლენა;
  • მშენებლობის პროცესში იურიდიული მომსახურება და კონსულტაცია;
  • სრული საკადასტრო და ტოპოგრაფიული მომსახურება;
  • ექსპლუატაციაში მიღების პროცესის სამართლებრივი და დოკუმენტური უზრუნველყოფა.
სამუშაოები წარმატებით დასრულდა.
პროექტის ვებგვერდი ↗
მრავალფუნქციური კომპლექსი

მწვანე ალმასი

  • განშლის ოქმის მომზადება და ბინების დამოუკიდებელ უძრავ ნივთებად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;
  • საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება და შეუსაბამობების გამოვლენა;
  • მშენებლობის პროცესში იურიდიული მომსახურება და კონსულტაცია;
  • სრული საკადასტრო და ტოპოგრაფიული მომსახურება;
  • ექსპლუატაციაში მიღების პროცესის სამართლებრივი და დოკუმენტური უზრუნველყოფა.
სამუშაოები წარმატებით დასრულდა.
პროექტის ვებგვერდი ↗
სასტუმრო

Glarros OldTown

  • პროექტის ჩაბარების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღების პროცესის სამართლებრივი და დოკუმენტური უზრუნველყოფა;
  • გარე კაფის მოსაწყობად მიმდებარე ტროტუარის შესაბამისი ნაწილის იჯარით აღებასთან დაკავშირებული პროცედურების წარმართვა და ვიზუალიზაციის შეთანხმება თბილისის არქიტექტურის სამსახურთან;
  • სასტუმროს გახსნიდან ერთი წლის განმავლობაში სრული იურიდიული მომსახურება, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების მომზადება.
სამუშაოები წარმატებით დასრულდა.
პროექტის ვებგვერდი ↗
04 / თანამშრომლობა

გასაგები ნაბიჯები თქვენი საქმისთვის.

01

გვეუბნებით თქვენს ამოცანას

ვაზუსტებთ საჭიროებას და შესასწავლი დოკუმენტების ჩამონათვალს.

02

ვათანხმებთ სამუშაოს

შესწავლის საფუძველზე განვსაზღვრავთ მოცულობას, ანაზღაურებასა და მოსალოდნელ ვადებს.

03

ვუძღვებით პროცესს

ვკოორდინირებთ გუნდის მუშაობას და გაცნობებთ საქმის მიმდინარეობასა და შემდეგ ნაბიჯებს.

05 / დაგვიკავშირდით

დავიწყოთ თქვენი
საკითხის განხილვით.

პირველადი გასაუბრება უფასოა. კონსულტაცია შესაძლებელია ონლაინ ან ოფისში, წინასწარი ჩაწერით.

დაგვირეკეთ ↗WhatsApp ↗
ტელეფონი / WhatsApp+995 577 58 88 00ელფოსტაinfo@propertylex.geოფისი და სამუშაო საათები

თბილისი, კოსტავას №80–82
ორშაბათი–პარასკევი · 10:00–19:00